პაატა ჯიბლაძე:  ფულისა და სიხარბის გამო, შალვა ნათელაშვილი სააკაშვილის ხელის ბიჭი გახდა

პაატა ჯიბლაძე: ფულისა და სიხარბის გამო, შალვა ნათელაშვილი სააკაშვილის ხელის ბიჭი გახდა

"მემარცხენე ალიანსის" პოლიტიკური მდივნის, პაატა ჯიბლაძის განცხადებით, 8 ოქტომბერს, მოქალაქეებმა მხარი უნდა დაუჭირონ სოსო სატბერაშვილს, "მემარცხენე ალიანსს" და არა შალვა ნათელაშვილს.

ჯიბლაძის თქმით, შალვა ნათელაშვილი "ის სიხარბისა და ფულის გამო, სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ხელის ბიჭი გახდა.

"მემარცხენე ალიანსის" პოლიტიკური მდივანის შეფასებით, დუშეთის, თიანეთიდა და ყაზბეგის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატ სოსო შატბერაშვილს რეალური შანსები აქვს, სახელისუფლებო კანდიდატ ზაქარია ქუცნაშვილთან მიმართებით.

ჯიბლაძე მეორე ტურის გამართვასაც არ გამორიცხავს.

"მემარცხენე ალიანსის" ლიდერები დავრჩით იმ პრინციპების ერთგულნი, რისთვისაც ერთად ვიბრძოდით, ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით და მოგიწოდებთ, მოხვიდეთ არჩევნებზე და შემოხაზოთ 45 ნომერი. განსაკუთრებით მოვუწოდებ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მოსახლეობას, არ დაუჭირონ მხარი "ნაციონალური მოძრაობისა" და "ლეიბორისტული პარტიის" ერთობლივ კანდიდატ შალვა ნათელაშვილს, მით უმეტეს, რომ მას უკანასკნელ არჩევნებზე, თავის მშობლიურ სოფელ ბაზალეთზშიც კი წაგებული აქვს. მისთვის მიცემული ხმა არის "ნაცმოძრაობისა" და სააკაშვილის უპირობო მხარდაჭერა",-აღნიშნა ჯიბლაძემ.