ცოცხი არის ”ქართული ოცნების”, ბედუკაძის და მისი მფარველების სიმბოლო, ვინც ამას აკეთებს, სწორედ ამ ცოცხით გაიხვეტება

ცოცხი არის ”ქართული ოცნების”, ბედუკაძის და მისი მფარველების სიმბოლო, ვინც ამას აკეთებს, სწორედ ამ ცოცხით გაიხვეტება

ცოცხი არის ”ქართული ოცნების”, ბედუკაძის და მისი მფარველების სიმბოლო, - ასე გამოეხმაურა ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა რურუა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” ”ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე ცოცხგამობმული “დრონის” გადაფრენას.

ნიკა რურუას შეფასებით, ეს არის უკიდურესი უპატივცემულობა იმ მრავალათასიანი მოქალაქის, ვინც გამოვიდა და თავისი პოზიცია დააფიქსირა.

”ეს იყო უნიჭო, მდაბიური და უაზრო რაღაც. რომელ ცოცხზეა ლაპარკი, ცოცხზე, რომელიც ”ქართული ოცნების” მიერ დღეს გმირად ქცეულმა სადისტმა ბედუკაძემ დადგა სპექტაკლი და იქ მონაწილეობა მიაღებინა ამ დამამცირებელ ატრიბუტს.

ცოცხი თუ რამის სიმბოლოა, არის მათი სიმბოლო, ბედუკაძის და მისი მფარველების. ვინც ამას აკეთებს, სწორედ ამ ცოცხით გაიხვეტება”, -განაცხადა ნიკა რურუამ.

რაც შეეხება უშუალოდ აქციას, ნიკა რურუას განცხადებით, 60 ათასამდე კაცი იყო და ეს იცის ხელისუფლების შიდა წრეების საუბრიდან გამომდინარე.

”თუმცა, შეიძლება მეტიც იყო. ამხელა ხალხის ზღვა, რომელსაც არ თავი უჩანდა და არც ბოლო, მე არ მინახია ძალიან დიდი ხანია”, - განაცხადა რურუამ.