იანოშ ჰერმანი და ნილს სკოტი საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შედეგებზე დღეს პრესკონფერენციას გამართავენ

იანოშ ჰერმანი და ნილს სკოტი საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შედეგებზე დღეს პრესკონფერენციას გამართავენ

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი, დღეს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.

პრესკონფერენცია სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, 10:30 საათზე დაიწყება და წარდგენილი იქნება ტელეარხების, რადიო სადგურების, ბეჭდური და ონლაინ მედიის მონიტორინგის შედეგები.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მონიტორინგი 2016 წლის მაისში და დაიწყო გაგრძლედება ნოემბრის ბოლომდე. მედიამონიტორინგი მოიცავს სამაუწყებლო, ბეჭდური და ონლაინ მედიის 46 მედია საშუალებას. მედიამონიტორინგის ანგარიშები განთავსებულია ვებ-გვერდზე: www.mediamonitor.ge