თქვენს მიერ, ითქვა ტყუილი - ირაკლი კობახიძე ბაჩო ახალაიაზე დასმულ შეკითხვას პასუხობს

თქვენს მიერ, ითქვა ტყუილი - ირაკლი კობახიძე ბაჩო ახალაიაზე დასმულ შეკითხვას პასუხობს

"რუსთავი 2"-ის ეთერში, ჟურნალისტსა და "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს შორის, პატიმრობაში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსნებზე დასმულ კითხვას კამათი მოჰყვა.

ირაკლი კობახიძის თქმით, არ შეიძლება, ბაჩო ახალაია პოლიტპატიმრად ჩაითვალოს, რადგან მას დამოუკიდებელმა სასამართლომ სასჯელი შეუფარდა.

"რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, თქვენს მიერ ითქვა ტყუილი. ტყულია ის, რომ პოლიტიკური დევნის ნიშნებზეა საუბარი რომელიმე გადაწყვეტილებაში. თქვენ ახსენეთ ბაჩო ახალაია. თურმე, ბაჩო ახალაია არის პოლიტპატიმარი. როცა წამებაზე იყო საუბარი, ამ ყველაფრის შემოქმედი იყო ის სისტემა, რომელსაც სათავეში ბაჩო ახალია ედგა. მას სასამართლომ შეუფარდა სასჯელი და თქვენ დღეს აცხადებთ, რომ ბაჩო ახალაია ყოფილა პოლიტიკური დევნილი",-აღნიშნა კობახიძემ.