"ვერავინ შეუშლის ხელს განვითარებას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი იყოს შეუქცევადი"

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე, კახა კალაძე ფიქრობს, რომ ევროკავშირის ქვეყნების გადაწყვეტილება ხელისუფლების კიდევ ერთი წარმატებაა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, თოქშოუ "არჩევანში" კალაძემ ეს ფაქტი საქართველოს მოქალაქეებს მიულოცა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მომავალშიც იზრუნებს ქვეყნის განვითარებისთვის.

"როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის ქვეყნებმა დღეს მიიღეს გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოს ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უახლოეს მომავალში, ჩვენს მოქალაქეებს ექნება შესაძლებლობა, ვიზების გარეშე იმოგზაურონ ევროპის ქვეყნებში და ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ჩვენი ქვეყანა, განვითარების ძალიან მაღალ მნიშვნელოვან სტადიაზე იმყოფება. ვერავინ შეუშლის ამ განვითარებას ხელს და ჩვენი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ განვითარება იყოს შეუქცევადი", - განაცხადა კალაძემ.