მიხარია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარგი ამბავი უნდა ვაცნობო

მიხარია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარგი ამბავი უნდა ვაცნობო

მოხარული ვარ,  რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარგი ამბავი უნდა ვაცნობო -  ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმოამდგენელთა კომიტეტმა, ევროკავშირის ყველა 28 წევრის შემადგენლობით,  ‘მწვანე შუქი” აუნთო საქართველოს ვიზალიბერალიზაციას, - ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა,  მიროსლავ ლაიჩაკმა ბრიუსელში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, გადმოგვცეს მანდატი, დავასრულოთ მოლაპრაკებები ევროპარლამენტთან. ეს ასევე კარგი ამბავია ჩვენთვისაც, რადგან სლოვაკეთისთვის საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის მიღწევა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იყო. ახლა ჩვენ ევროპარლამნეტის კონსტრქუციული მიდგომის იმედი გვაქვს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მთელ ამ პროცესს ძალიან მალე დავამთავრებთ წარმატებით“,-აღნიშნა მიროსლავ ლაიჩაკმა.

ამასთან, მისივე თქმით, ყოველთვის სარისკოა საუბარი კონკრეტულ თარიღებზე, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს.

„ჩვენ როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ,  მივიღეთ მანდატი და ევროპარლამენტთან მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ ვიწყებთ. მსურს, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მიზანია, ფორმალური პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. როგორც კი ეს  მოხდება, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ გამგზავრებას ევროპაში უვიზოდ და იქ 90 დღემდე დარჩენას. თუმცა, ახლა გადაწყვეტილება ევროპარლამენტზეა დამოკიდებული. ჩვენ, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე, ქვეყანა გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს“,-აღნიშნა ლაიჩაკმა. 

ამასთან, მისივე თქმით, მიმდინარეობს ორი პროცესი - ერთი ხება საქართველოსთის ვიზალიბერალზიაციის მინიჭებას, მეორე კი  - შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას, რომელიც მისცემს საშუალებას წევრ სახელმწიფებს იმოქმედონ, თუკი ვიზიტორების რიცხვი ლიმიტს გადააჭარბებს.

"ჩვენს ერთსულოვნად ვთანხმდებით, რომ ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი. თუმცა, ეს ორი პროცესი არის ურთიერთდაკავშირებული. არის პოლიტკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ვიზალიბერალზიაცია და შეჩერების მექანიზმი ერთდროულად ამოქმედდეს. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. შეხვედრა ჩანიშნულია ხვალისთვის. არ მინდა, პროგნოზი გავაკეთო, შევძლებთ თუ არა ამ პროცესის ხვალვე დასრულებას. ვისურვებდი, რომ  ასე მოხდეს. ერთდაერთი რისი თქმაც შემიძლია,  ჩვენ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, მივისწრაფით, რათა ეს პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდეს",-აღნიშნა ლაიჩაკმა.