საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და შეჩერების ახალი მექანიზმი ერთდროულად უნდა ამოქმედდეს

საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და შეჩერების ახალი მექანიზმი ერთდროულად უნდა ამოქმედდეს

საქართველოს ვიზალიბერალიზაციისა და შეჩერების ახალი მექანიზმის ამოქმედება ერთდროულად უნდა მოხდეს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

დღეს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე მოლაპარაკებები ევროპარლამენტთან დაიწყონ.

ამჟამად ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს ევროპარლამენტი განიხილავს. შესაბამისი ინიციატივა მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების (LIBE) კომიტეტმა უკვე დაამტკიცა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ევროპარლამენტში სოციალ-დემოკატების ჯგუფის წევრმა კნუტ ფლეკენშტაინი განაცხადა, ის იმედოვნებს,  რომ ევროპარლამენტი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოესი ორი დღის განმავლობაში მიიღებს.

ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭომ მხარი დაუჭირა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მაისში დაუჭირა მხარი. მექანიზმი უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული პირობები დაარღვია.

როგორც ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ინიციტივის თანახმად, გაფართოვდება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების შეჩერების საფუძველი. კერძოდ, უვიზო რეჟიმი შესაძლოა, შეჩერდეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა უარს იტყვის რეადმისიის ფარგლებში თანამშრომობაზე, ასევე თუ წევრი ქვეყნების სახელმწიფო პოლიტიკისა და უსაფრთხოების წინაშე რისკები გაიზრდება.

მექანზმის გამარტივება ითვალისწინებს ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის შეჩერების ამოქმედების ვადის ექვსიდან ორ თვემდე შემცირებას. უვიზო რეჟიმის შეთანხმება შეიძლება, შეჩერდეს ექვსი თვის ვადით წევრი ქვეყნისა ან ევროკომისიის მოთხოვნით.