მსოფლიოში რომ შოუ-ბიზნესი, ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია, მაგაზე უკვე არავინ დაობს. თუმცა, რამდენს შეადგენს მისი წარმომადგენლების ყოველწლიური შემოსავალი საინტერესოა. ამჯერად რეპერებს შევეხოთ და ვნახოთ გასული წლის მონაცემებით, როგორ გამოიყურება ყველაზე მაღალშემოსავლიან რეპერთა ათეული. გთავაზობთ თანხებს, რაც მათ 2011 წლის შემოდგომამდე გამოიმუშავეს, მხოლოდ 1 წლის განმავლობაში და არა სრულიად.
10. Christopher „Ludacris” Bridges – $12 მილიონი
ის მხოლოდ 34 წლისაა და კარიერა 1998 წლიდან დაიწყო.
წელს ქრისტოფერმა მუსიკის გარდა ფული ფილმებში მიღებული როლებითაც დააგროვა. მან ითამაშა ფილმებში,- „Fast Five“, „No Strings Attached” და „New Year’s Eve“. ასევე მან დაიწყო ყურსასმენებისა და კონიაკის წარმოება. ლუდაკრისს კონტრაქტები აქვს, ისეთ კომპანიებთან როგორებიცაა „Trojan Condoms“ და „TAG Body Spray“.
9. Aliaune „Akon” Thiam – $13 მილიონი
სენეგალელ-ამერიკელმა მომღერალმა, პროდიუსერმა და კომპოზიტორმა კარიერა 1996 წლიდან დაიწყო და ის ახლა 38 წლისაა. მან საერთაშორისო კონცერტები ჩაატარა ავსტრალიიდან ზიმბაბვემდე. ასევე აქვს ბევრი სარისკო ბიზნეს წამოწყება. ეიქონის სიმღერას „I Just Had Sex” 142 მილიონზე მეტი ნახვა აქვს იუთუბზე მისი 2010 წლის დეკემბრის დებიუტიდან.
8. Calvin „Snoop Dogg” Broadus – $14 მილიონი
სნუპი 1991 წლიდან მღერის, მან 40 წელს მიაღწია. გასულ წელს მან ჩაწერა ახალი ალბომი „Doggumentary”, ჩაატარა უამრავი კონცერტი და გააფორმა კონტრაქტები „MetroPCS“-თან და „Pepsi Max“-თან.
7. Andre „Dr. Dre” Young – $14 მილიონი
46 წლის რეპერის ქონება გასული წლის მონაცემებით 300 მილიონი დოლარია, მან კარიერა 1993 წლიდან დაიწყო. ალბომი ბოლო ათი წელია არ გამოუშვია, თუმცა შემოსავალს იღებს როგორც პროდიუსერი. დოქტორ დრი დაეხმარა ემინემს, სნუპ დოგს და 50 ცენტრს თავიანთი კარიერის განვითარებაში. მას ასევე აქვს HP-ის ლეპტოპების ხაზი.
6. Marshall „Eminem” Mathers – $14 მილიონი
სხვა რეპერებისგან განსხვავებით რომლებიც ამ სიაშია, 39 წლის ემინემს არც ბევრი კონცერტი ჩაუტარებია და არც სხვა ბიზნეს ინტერესები აქვს. თუმცა 1992 წლიდან მუსიკა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ის ამ სიაში მოხვედრილიყო. მან ასევე გააფორმა კონტრაქტები “კრაისლერთან” და “ლიფტონთან”.
5. Bryan „Birdman” Williams – $15 მილიონი
ბირდის ქონება გასული წლის მონაცემებით $100 მილიონს შეადგენს. 42 წლის რეპერი Cash Money Records -ის თანადამფუძნებელია. მას წვლილი მიუძღვის ისეთი რეპერების წარმატებაში როგორებიც არიან Lil Wayne, Nicki Minaj და Drake. გასულ წელს ის არ იყო ფორბსის სიაში, რადგან უფრო ბიზნესს აკეთებდა ვიდრე რეპავდა, თუმცა წელს დაბრუნდა რადგან სხვა რეპერებიც სიაში ასე იქცევიან.
4. Dwayne „Lil Wayne” Carter – $15 მილიონი
29 წლის რეპერმა, პირველი სიმღერა რვა წლის ასაკში დაწერა.ა კონტრაქტი ხმის ჩამწერ სტუდია „Cash Money Records”-თან ერთ წელიწადში, 9 წლისამ გააფორმა. ამჟამად ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეპერია, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ციხეში 8 თვე გაატარა.
3. Kanye West – $16 მილიონი
კენი ვესტი 39 წლისაა, ის 2009 წლის შემდეგ დაუბრუნდა ამ ათეულის სამეულს. კენის ახალმა ალბომმა „My Beautiful Dark Twisted Fantasy” გამოსვლიდან მალევე მიიღო პლატინი.
2. Sean „Diddy” Combs – $35 მილიონი
მსოფლიოს ყველაზე მდიდარ რეპერს, ცნობილს როგორც „Puff Daddy” შემოსავლები აქვს ტანსაცმლის ხაზებიდან „Sean John” და „Enyce”, სტუდია „Bad Boy Records”-დან და მარკეტინგის ფირმა „Blue Fame”-დან. მუსიკა ახლა მისი შემოსავლის 20%-ზე ნაკლებს შეადგენს. მისი ქონება გასული წლის მონაცემებით 500 მილიონი დოლარია.
1. Shawn „ Jay-Z” Carter – $37 მილიონი
ათეულის პირველ ადგილს ჯეიზი იკავებს, მისი ქონება გასული წლის მაჩვენებლებით 450 მილიონი დოლარია. ჯეიზიმ 2007 წელს გაყიდა ტანსაცმლის ხაზი „Rocawear” $204 მილიონად. ჯეიზის ასევე აქვს შემოსავალი 2008 წელს „Live Nation”-თან გაფორმებული კონტრაქტიდან, რომლიდანაც 10 წლის განმავლობაში 150 მილიონ დოლარს მიიღებს. მას ასევე აქვს წილი საკალათბურთო „New Jersey Nets”-ში და კლუბების ქსელში „40/40 Club“. ქორწინების შემდეგ მან პირველად აჯობა თავის ცოლს, ბიონსეს შემოსავლების რაოდენობაში. ბიონსეს შემოსავალი 35 მილიონი დოლარი იყო.