საქართველოს მაღალმთაში თოვაა მოსალოდნელი

საქართველოს მაღალმთაში თოვაა მოსალოდნელი

24-25 სექტემბერს, მაღალმთაში თოვლი ან თოვლჭყაპია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ხვალ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერიც. ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი, ზოგან კი 20-25 მეტრი იქნება. ღამისა და დილის საათებში იწვიმებს თბილისშიც. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი. თბილისში ღამით ჰაერის ტემპერატურა 14 გრადუსი, ხოლო დღისით - 18 გრადუსი იქნება.

დღის ბოლოს შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მაღალმთაში თოვჭყაპი იყოს, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში კი მოთოვოს.

25 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმის ნალექი შენარჩუნდება, ზოგან გამოიდარებს. მაღალმთიან რაიონებში კი ღამით თოვლჭყაპია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1;+4

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ღამით თოვლი იქნება. ღამით ჰაერის ტემპერატურა -4;+1 დაფიქსირდება.

თბილისში დღისით 20 გრადუსი იქნება.

26 სექტემბერს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურა 18-23 გრადუსია მოსალოდნელი; აღმოსავლეთში კი 24 გრადუსამდე. თბილისში დღისით 22 გრადუსი იქნება. საქართველოში უნალექო ამინდი 28 სექტემბრამდე შენარჩუნდება.