არ მგონია, განათლების მინისტრის მოადგილეობა იმას ნიშნავდეს, რომ არ მქონდეს უფლება არჩევითი თანამდებობა დავიკავო

არ მგონია, განათლების მინისტრის მოადგილეობა იმას ნიშნავდეს, რომ არ მქონდეს უფლება არჩევითი თანამდებობა დავიკავო

არ მგონია, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეობა ნიშნავდეს იმას, რომ უფლება არ მქონდეს  არჩევითი თანამდებობა დავიკავო, - ასე უპასუხა სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორობის კანდიდატმა გია შარვაშიძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, ხომ არ იქონიებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი, ყოფილი სახელმწიფო მოხელის თანამდებობა გავლენას.

როგორც გია შარვაშიძემ აღნიშნა, ის გამარჯვების შემთხვევაში მოიტანს გამოცდილებას და კავშირებს, რომელიც მას გააჩნია.

„არ მგონია, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეობა ნიშნავდეს იმას, რომ არ მქონდეს უფლება დავიკავო არჩევითი თანამდებობა. მიმაჩნია, რომ ეს არის გამოცდილება და კავშირები, რომელიც მომაქვს უნივერისტეტში. მე არა მხოლოდ მინისტრის მოადგილედ მიმუშავია, არამედ ჩემი ცხოვრების დიდი მონაკვეთი ვმუშაობდი არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო განათლებაში“, - განაცხადა გია შარვაშიძემ.

რაც შესება კითხვას, სმენია თუ არა მას აკადემიური საბჭოს წევრებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ, შარვაშიძემ აღნიშნა, რომ მას ზეწოლის შესახებ არ სმენია.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნები ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობას სამი კანდიდატი, ფილოსოფოსი გიორგი ბარამიძე, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე და უნივერსიტეტის პროფესორი ცირა ბარამიძე მიიღებს.

ამ დრომდე თსუ-ის რექტორის მოვალეობას დარეჯან თვალთვაძე ასრულებს, რომელიც მოვალეობის შემსრულებლად 2016 წლის 20 აპრილს მას შემდეგ აირჩიეს, რაც უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა.