საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას პარტიის წევრები აფასებენ
დიმიტრი ცქიტიშვილი: ჩემის აზრით, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოსვლა იყო. პრაქტიკულად, პრემიერ -მინისტრი შეეხო ყველა იმ პრობლემატურ საკითხს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას და რაც მთავარია, იმ მიღწევებსაც, რომელიც, ასე ვთქვათ, საქართველოს წინაშეა. მან წარმოაჩინა საქართველო, როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მარტო მიმღებია გარკვეულწილად საერთაშორისო მხარდაჭერის არამედ სრულფასოვანი მონაწილე საერთაშორისო პროცესების და სრულფასოვანი პარტნიორი ბევრი განვითარებული ქვეყნისათვის. უნდა ავღნიშნოთ, რომ პრემიერი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიც არის მიმდინარე რეფორმები ქვეყანაში, რაც მთავარია ძალიან მნიშვნელოვნად ხაზი გაუსვა ქვეყანაში წინა სააერჩევნო გარემოს, რომელიც ერთ-ერთი ინდიკატორია დემოკრატიული განვითარების და დემოკრატიული სტანდარტების, ახალი კულტურის ჩამოყალიბების.
იხილეთ ვიდეო
https://www.wetransfer.com/downloads/3832f8a0df2ad5a0cabdb43ea81ca8c420160922134116/769cbd