ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დელეგაციას შეხვდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დელეგაციას შეხვდება

23 სექტემბერს, 11:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნოსადამკვირვებლო მისიის დელეგაციას შეხვდება.

12:00 საათზე კი მედიის წარმომადგენლებს გიწვევთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე. ანგარიშს ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გააცნობს. საარჩევნო ადმინისტრაციის შუალედური ანგარიში პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დღიდან, მიმდინარე წლის 8 ივნისიდან 8 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს ასახავს.