მამუკა ახვლედიანი - ადრე დოქსოპულოებს ხელმძღვანელი მაინც ჰყავდათ, ახლა არც ხელმძღვანელი ჰყავთ და თვითონვე წყვეტენ საკითხებს

მამუკა ახვლედიანი - ადრე დოქსოპულოებს ხელმძღვანელი მაინც ჰყავდათ, ახლა არც ხელმძღვანელი ჰყავთ და თვითონვე წყვეტენ საკითხებს

ადრე დოქსოპულოებს ხელმძღვანელი მაინც ჰყავდათ, ახლა არც ხელმძღვანელი ჰყავთ და თვითონვე წყვეტენ საკითხებს,- ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა ჟურანლისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ცდილობს ახალი კლანის ჩამოყალიბებას, რაც სახელმწიფოსთვის საშიში ”ორგანიზმია”.
„გაცილებით უარესად არის სიტუაცია, მითუმეტეს ჩემი საქმის შემდგომ. მათ უკვე თავიანთი შესაძლებლობები აქვთ, თავიანთი ძალა, ეს არ არის უკვე მარტო კლანი, ეს კიდევ უფრო მაგარი ორგანიზმია. მე ვფიქრობ, ეს არის ქართული სახელმწიფოს სირცხვილი. ამ ყველაფრის გამოსწორებას არ შველის მარტო ერთი მამუკა ახვლედიანის პროცესი და სხვა პროცესები. ადამიანები ითხოვენ სამართალს, რომელიც ამ ქვეყანაში უბრალოდ არ არსებობს. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება. თუ პოლიტიკური ნება არ არის, უნდა შეიცვალოს პოლიტიკა და შეიცვალონ პოლიტიკოსებიც. ამ ქვეყნაში დოქსოპულოების დრო უნდა დამთავრდეს. ადრე დოქსოპულოებს ხელმძღვანელი მაინც ჰყავდათ, ახლა არც ხელმძღვანელი ჰყავთ და თვითონვე წყვეტენ საკითხებს. აი, გევენტაძე ცდილობს, რა თქმა უნდა, კლანის ჩამოყალიბებას, თუ აქამდე კლანები ცალ-ცალკე ცდილობდნენ რაღაცის მიღწევას, ახლა გაერთიანდა და ეს აღარ არის უკვე კლანი, ეს გაცილებით საშიში ორგანიზმია სახელმწიფოსთვის”,- განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის შეფასებით, არსებობენ მოსამრთლეები, რომლებიც გადაწყვეტილებებს ფულის სანაცვლოდ იღებენ და არიან კონკრეტული ჯგუფებიც, რომლებიც მხოლოდ ამ საქმეებზე მუშაობენ.
” ძალიან კონკრეტული ფაქტებიც კი არის ჩემთვის ცნობილი ძალიან ბევრ საქმეზე. თქვენ პრეზენტაციის დროს ნახავთ, როგორ ხდება საქმეების გადაწერა. არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად ამ საკითხზე მუშაობს, მან იცის, რომ ახლო მომავალში მათ არანაირი პერსპექტივა არ ექნებათ და ახლო მომავალში ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ადამიანები ჩამოშორდნენ როგორც სასამრთლო სისტემას, ასევე სახელმწიფოს”, -განაცხადა ახვლედიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ახვლედიანის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თავად არ ესწრება.