საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ოთარ სიჭინავა სავარაუდოდ, საფრანგეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დასაქმდება

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ოთარ სიჭინავა სავარაუდოდ, საფრანგეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დასაქმდება

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ოთარ სიჭინავა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 30 სექტემბერს ეწურება, სავარაუდოდ, საფრანგეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დასაქმდება. 

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მან ეს შეთავაზება უკვე მიიღო, თუმცა აღნიშნულს ამ ეტაპზე არ ადასტურებს ჯერ კიდევ მოქმედი მოსამართლე.

"ნამდვილად არ ვიცი, რაზე მესაუბრებით. ენის ცოდნაზე თუ არის, იტალიურიც ვიცი, ინგლისურიც ავითვისე, რუსული ხომ ვიცი და ვიცი, მაშინ ისტორიის ფაკულტეტზე უნდა წამიყვანონ მოსკოვის უნივერსიტეტში", - განუცხადა ოთარ სიჭინავამ „ინტერპრესნიუსს“. 

მისივე თქმით, საუნივერსიტეტო საქმიანობით არის დაინტერესებული და სავარაუდოდ ამ კუთხით გააგრძელებს მუშაობას.

ინფორმაციისთვის, ოთარ სიჭინავა 2001-2002 წლებში საფრანგეთში სწავლობდა.