ბიძინა ივანიშვილი „ნაცმოძრაობაზე“- დღეს ისევ მენტალურად ცდილობენ იძალადონ საზოგადოებაზე, არ არის ჩვენი საზოგადოება ასე გამოთაყვანებული

ბიძინა ივანიშვილი „ნაცმოძრაობაზე“- დღეს ისევ მენტალურად ცდილობენ იძალადონ საზოგადოებაზე, არ არის ჩვენი საზოგადოება ასე გამოთაყვანებული

მოდის ხმები, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” რევოლუციის მოხდენას ფიქრობს, მაგრამ ვამშვიდებ მოსახლეობას, ამის რესურსი არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ისინი მართლა გაბედავენ და რაიმე პროვოკაციას მოაწყობენ, შეიძლება ის მიიღონ რაც არ მომხდარა. 

”შეიძლება მოსახლეობას ჩვენ წინ ვეღარ დავუდგეთ და მოგვიწიოს ამ პარტიაზე საუბარი, რაც იქნება ძალიან მძიმე. ეს იქნება ცუდი ქვეყნის იმიჯისთვის. მე ამას პირობითად ვამბობ, თორემ ესენი ჩვენი თანამოქალაქეები არიან, კაცის მკვლელებიც იხდიან დანაშაულს და ათასგვარი ხერხია იმისთვის, რომ ჩააყენონ ასეთი ადამიანები ხალხის სამსახურში. ის, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო ვიღაცა და ამიტომ უნდა დავსაჯოთ - ასეთი მიმართულებით წასვლა არ აწყობს პირველ რიგში საზოგადოებას და არც ქვეყანას. ასე არ შეიძლება, რომ კაცი მხოლოდ იმიტომ გავრიყოთ, რომ ადრე სადღაც დადგა”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს მენტალურად იძალადოს მოსახლეობაზე. 

”დღეს ისევ მენტალურად ცდილობენ იძალადონ საზოგადოებაზე, არ არის ჩვენი საზოგადოება ასე გამოთაყვანებული”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.