წინასაარჩევნო პერიოდი მოწმობს, რომ საქართველო რეალურად დემოკრატიულად ვითარდება

წინასაარჩევნო პერიოდი მოწმობს, რომ საქართველო რეალურად დემოკრატიულად ვითარდება

პრემიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას წინასარჩევნო პერიოდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო რეალურად დემოკრატიულად ვითარდება.

პრემიერის თქმით, 8 ოქტომბერს, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და საქართველოს დემოკრატია მომავალშიც ქვეყნის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს. "სამ კვირაში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. წინასაარჩევნო პერიოდი, რომელიც სამი თვის წინ დაიწყო, მოწმობს, რომ საქართველო რეალურად დემოკრატიულად ვითარდება. ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს, რომელიც გამოირჩევა მედიისა და პოლიტიკური გარემოს თავისუფლებითა და პლურალიზმით, ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებით და შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზით",-განაცხადა პრემიერმა. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ რეალურად ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას და ქალთა გაძლიერებას. "საქართველომ ჩვენ მივიღეთ მკაცრი ანტიდისკრიმინაციული კანონი. ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა რეალურად შევუწყოთ ხელი გენდერულ თანასწორობას და ქალთა გაძლიერებას. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვახორციელებთ ეროვნულ სამოქმედო გეგმას, თუმცა წინ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რისთვისაც ჩვენ მივიღეთ ადამიანის უფლებათა გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა",-აღნიშნა პრემიერმა. პრემიერ-მინისტრმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნის უსაფრთხოების შესახება ისაუბრა. "მდგრადი განვითარება არასრულია, თუკი ის მოწყვეტილია უსაფრთხოების ყოვლისმომცველ საკითხს, რასაც საქართველოში არსებული მწარე რეალობა ყოველდღიურად შეგვახსენებს - ქვეყნის 20% პროცენტი დღესაც ოკუპირებულია უცხო ქვეყნის ჯარების მიერ. ასობით ათას ადამიანს დღესაც არ აძლევენ შინ დაბრუნების უფლებას. ჩვენ მადლობას მოგახსენებთ იმ მორალური მხარდაჭერისათვის, რომელიც ასახულია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში "აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". დადგა დრო, რომ ეს მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს",-განაცხადა პრემიერმა.