კავშირგაბმულობასა და ინფრასტრუქტურაში 5 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება

კავშირგაბმულობასა და ინფრასტრუქტურაში 5 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, 5 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება კავშირგაბმულობასა და ინფრასტრუქტურაში.

პრემიერმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, ქვეყნის პორტები, გზები და სატრანსპორტო ქსელები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამბიციური და რევოლუციური აბრეშუმის გზის განვითარების გეგმაში, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ევროპასა და აზიას. "ინფრასტრუქტურის გარდა, ჩვენ ასევე ვახორციელებთ ინვესტიციებს სტრატეგიული მიმართულებებით. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 35 ქვეყნის წარმომადგენლებმა, დიდი წარმატებით ჩატარდა. ჩვენთვის საპატიო და სასიხარულოა თანამშრომლობა ჩინეთსა და აბრეშუმის გზის პროექტის სხვა მონაწილე ქვეყნებთან, აგრეთვე მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა იმ სავაჭრო და საინვესტიციო დერეფნის უზრუნველყოფაში, რომელიც მთელ მსოფლიოს მოუტანს სარგებელს. როდესაც ვლაპარაკობთ კავშირგაბმულობაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ინტერნეტი, რომელიც წარმოადგენს გლობალური თანამშრომლობის, ალბათ, ყველაზე სერიოზულ მამოძრავებელ ძალას",-განაცხადა პრემიერმა. მისივე ინფორმაციით, კავშირგაბმულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველომ დაიწყო საყოველთაო ინტერნეტიზაციის სისტემის დანერგვა რომელიც ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს ყველაზე მიუწვდომელი სოფლების მოსახლეობასაც კი. "სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ინტერნეტის თავისუფლების მხრივ საქართველო ერთ-ერთი ლიდერია",-აღნიშნა კვირიკაშვილმა.