გიორგი კვირიკაშვილი ბარაკ ობამას და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო

გიორგი კვირიკაშვილი ბარაკ ობამას და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამასა და მისი მეუღლის სახელით, დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის ”ფეისბუქის” გვერდზე გავრცელდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს 19-22 სექტემბერს ეწვია. პრემიერის გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვითაც გამოვიდა. ასევე გამართა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა.