გიგი გიგიაძე - სამწუხაროდ, ისევ ვერ ხერხდება გადაწყვეტილების მიღება ე.წ. შეჩერების მექანიზმზე, რაზეც ვიზალიბერალიზაციის საკითხია დაკავშირებული

გიგი გიგიაძე - სამწუხაროდ, ისევ ვერ ხერხდება გადაწყვეტილების მიღება ე.წ. შეჩერების მექანიზმზე, რაზეც ვიზალიბერალიზაციის საკითხია დაკავშირებული

სამწუხაროდ, ისევ ვერ ხერხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რომელთანაც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, გუშინ უნდა ყოფილიყო განხილვა ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში, მაგრამ საქართველოს საკითხი დღის წესრიგით არ იქნა გათვალისწინებული. 
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი საკითხი დადგება ისევ დღის წესრიგში. ვფიქრობთ, ეს მოხდება მიმდინარე თვის ბოლომდე. სამწუხაროდ, ისევ ვერ ხერხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რომელთანაც საქართველოს საკითხი არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული. იმედი გვაქვს, რომ როგორც კი იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული ე.წ. შეჩერების მექანიზმთან მიმართებაში, დაუყოვნებლივ მოხდება საქართველოს საკითხის განვითარება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სრულიად მარტივად იყო შესაძლებელი საქართველოსთან მიმართებაში ცალკე პროცესის გაგრძელება, ანუ ყველანაირი მიბმის და დაკავშირების გარეშე ჩვენთან მიმართებით პროცესის დასრულება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული“, - განაცხადა გიგიაძემ.