ადამ კინზინგერი: საქართველოს დემოკრატიის განვითარება რეგიონისთვის მისაბაძი მაგალითია

ადამ კინზინგერი: საქართველოს დემოკრატიის განვითარება რეგიონისთვის მისაბაძი მაგალითია

ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აშშ არასდროს შეეგუება საქართველოს ოკუპაციას და მომავალშიც მოუწოდებს რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთიდან გასვლისკენ.
„მე მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებ ამ რეზოლუციას. რვა წლის წინ, [2008 წლის] ზაფხულში რუსეთმა დაარღვია კავკასიაში ჩვენი მთავარი მოკავშირის - საქართველოს სუვერენიტეტი.როგორც ჩანს, რუსეთი ზნეს არ იცვლის, რადგანაც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ სამხედრო აგრესიის შედეგად. აღმოსავლეთ ევროპის სხვა რეგიონების, განსაკუთრებით კი უკრაინის, მაგალითი ცხადყოფს, რომ ვლადიმერ პუტინის აგრესიას საზღვარი არ აქვს.
საქართველოს დემოკრატიის განვითარება რეგიონისთვის მისაბაძი მაგალითია, რომელიც მკვეთრად განსხვავდება რევანშისტული რუსეთის მზარდი ავტორიტარიზმისგან.
არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც მხარში დაუდგეს რეგიონში თავის დემოკრატიულ მოკავშირეებს, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი აგრესია პუტინის, ამ სასტიკი დიქტატორის მხრიდან.
შესაბამისად, კონგრესმა უნდა გაავრცელოს ძლიერი გზავნილი: ჩვენ არასდროს შევეგუებით საქართველოს ოკუპაციას და მომავალშიც მოვუწოდებთ რუსეთს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთიდან გასვლისკენ.
ბატონო თავმჯდომარევ, მე ვამაყობ, რომ ჩვენ ვართ ამ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდამჭერები. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, ჩემთან ერთად ხმა მისცენ ამ მნიშვნელოვანი რეზოლუციის მიღებას“,- განაცხადა კონგრესმენმა კინზინგერმა.

 

https://www.congress.gov/congressional-record/2016/9/20/extensions-of-remarks-section/article/e1313-4?resultIndex=1