„ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის ქალაქ მოსულთან ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის ქალაქ მოსულთან ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყის ქალაქ მოსულთან ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. 
ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ანონიმურ ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ჭურვი მომწამვლელი ნივთიერება იპრიტით ავიაბაზა „კაიარას“ სიახლოვეს ჩამოვარდა, სადაც ამერიკელი და ერაყელი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

მოსული ერაყის სიდიდით მეორე ქალაქია, რომელსაც 2014 წლის ზაფხულიდან ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს. ქალაქის გათავისუფლების ოპერაცია 2016 წლის მარტიდან მიმდინარეობს.