პოლ გობლი - თუ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, ძალაუფლება ოპოზიციას გადაეცემა, თუ დამარცხდება - მან უნდა მიიღოს ის, რომ ოპოზიციაში დარჩება

პოლ გობლი - თუ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, ძალაუფლება ოპოზიციას გადაეცემა, თუ დამარცხდება - მან უნდა მიიღოს ის, რომ ოპოზიციაში დარჩება

რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ექსპერტი ვაშინგტონში პოლ გობლი აცხადებს, რომ საქართველო გამონაკლისია რეგიონში, სადაც დემოკრატიული პროცესების ინსტიტუციონალიზაცია შედარებით წარმატებით განხორციელდა.

“ჩვენ დასავლეთში 1990-იან წლებში დიდი შეცდომა დავუშვით - დემოკრატია და ადამიანის უფლებები და თავისუფლებები ერთმანეთში ავრიეთ. დემოკრატიას ის საზღვრავს, თუ როგორ ხდება ძალაუფლების გაზიარება, დაყოფა და კონტროლი. ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და შედარებით ნაკლებ დონეზე საქართველოსა და უკრაინის გარდა, დემოკრატიის ინსტიტუციონალიზაცია რეგიონში სხვა ვერც ერთმა ქვეყანამ შეძლო”, - განმარტავს გობლი, რომელიც ”ამერიკის ხმას” ესაუბრა. 

მისივე შეფასებით, 2012 წელს ქვეყანაში ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ საქართველომ მსოფლიოს დაანახა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები წარმატებით მიმდინარეობს. გობლი ამბობს, რომ საქართველო რეგიონის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ამ დემოკრატიული პრეცედენტის გაგრძელება შეუძლია.

ისე ასევე დასძენს, რომ იმისთვის, რომ საქართველომ ევროპული სტანდარტების არჩევნების ტრადიცია გააგრძელოს, რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს.

“არჩევნები რაც შეიძლება გამჭვირვალედ, რაც შეიძლება კონკურენტულ გარემოში ჩაატარეთ. გახადეთ გასაგები, რომ თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ძალაუფლება ოპოზიციას გადაეცემა. თუ დამარცხდება, მან უნდა მიიღოს ის, რომ ოპოზიციაში დარჩება”, - ამბობს “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში გობლი.