გია ვოლსკი:   ”ნაციონალურ მოძრაობას” ძალიან ბევრი მიმართულებით თავის გეგმასა და მიზანში ხელი მოეცარა

გია ვოლსკი: ”ნაციონალურ მოძრაობას” ძალიან ბევრი მიმართულებით თავის გეგმასა და მიზანში ხელი მოეცარა

”ნაციონალურ მოძრაობას” ძალიან ბევრი მიმართულებით თავის გეგმასა და მიზანში ხელი მოეცარა, - აღნიშნული შეფასება Palitranews-ის გადაცემა ”360 გრადუსში” ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ გააკეთა.

”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, როდესაც ფიქრობდნენ, რომ დასავლეთი წინასაარჩევნო ატმოსფეროს უარყოფითად შეაფასებდა, როდესაც ეგონათ, რომ საერთოდ, დასავლეთის საქართველოსადმი დამოკიდებულება უარყოფითი იქნებოდა, როდესაც ეგონათ, რომ საქართველოს მოლაპარაკებები რუსეთთან, თუნდაც ძალიან შემჭირდოებულ და რთულ ვითარებაში მიმდინარე, ამასთან დაკავშირებით პრობლემები გვექნებოდა ბრიუსელთან და ვაშინგტონთან”, - განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატის აზრით, ახლა ”ნაციონალური მოძრაობის” ამოცანაა, როგორმე წინასაარჩევნო პერიოდში ჩრდილი მიაყენოს ხელისუფლებას. ვოლსკის არ უკვირს, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ”ქართული ოცნების” მიერ შეთავაზებულ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს არ უერთდება და აცხადებს, რომ არც ერთი ნაბიჯი, რაც შეთანხმებისკენ გადაიდგმება, ”ნაციონალური მოძრაობისთვის” მისაღები არ არის.