„ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის შეთავაზებას ცინიზმსა და უნიჭო პიარაქციას უწოდებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის შეთავაზებას ცინიზმსა და უნიჭო პიარაქციას უწოდებს

”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი გიორგი ტუღუში ”ქართული ოცნების” მიერ პარტიებისთვის ხელმოსაწერად ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის შეთავაზებას ცინიზმსა და უნიჭო პიარაქციას უწოდებს.

ტუღუშის თქმით, საარჩევნო პროცესში ადგილი აქვს უამრავ დარღვევას, რაზეც ხელისუფლება რეაგირებას არ ახდენს.

როგორც მან განმარტა, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამო ”ნაციონალური მოძრაობა” ”ქართული ოცნების” მიერ შეთავაზებულ მემორანდუმს არ შეუერთდება.

”თავიდან პარტიაში იყო პოზიცია, რომ ნამდვილად არავითარი პრობლემა არ გვქონდა და როდესაც მემორანდუმის შემოთავაზება დაანონსდა, არანაიდი დიდი წინააღმდეგობა, რომ ხელი მოგვეწა, არ იყო, თუმცა იმ დღიდან რაც დაანონსეს, რომ მემორანდუმის ტექსტს წარმოადგენდნენ, გავიდა რამდენიმე დღე და ამ მოკლე პერიოდში ადგილი ჰქონდა არა ერთ ინციდენტს და თავდასხმას ჩვენს ოფისებზე, ასევე პარტიის ბანერებზე, სხვადასხვა მასალებზე. იყო ფიზიკური დაპირისპირება ოფისებში. მთელ ამ მოვლენებში ყველაზე ცუდი არის ის, რომ ხელისუფლებას არავინ დაუსჯია და არც ერთი პირის პასუხისმგებლობა არ დამდგარა”, - განაცხადა ტუღუშმა.

მისივე თქმით, ”ნაციონალური მოძრაობა” პირობას დებს, რომ არც ერთ პარტიას, მათ შორის სახელისუფლებო პარტიას საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელს არ შეუშლის.

”ჩვენს მიერ მემორანდუმის ყველა პუნქტი ზედმიწევნით არის შესრულებული”, - აცხადებს ტუღუში.