თუ რომის პაპის მართლმადიდებლად მოინათლება, მზად ვართ ჩავეხუტოთ - ქართველ მართლმადიდებელთა პროტესტი

თუ რომის პაპის მართლმადიდებლად მოინათლება, მზად ვართ ჩავეხუტოთ - ქართველ მართლმადიდებელთა პროტესტი

რომის პაპის საქართველოში ვიზიტს მართლმადიდებელ მოქალაქეთა ნაწილი აპროტესტებს.

მორწმუნეები და სამღვდელოების წარმომადგენლები ვატიკანის საელჩოსთან შეიკრიბნენ და ლოცვითი დგომის აქცია გამართეს. მათი თქმით, საქართველოში რომის პაპის ქადაგება მიუღებელია.

"თუ რომის პაპი იმ ცოდვებს მოინანიებს, რომლებიც კაცობრიობის წინაშე აქვს ჩადენილი, (ინკვიზიცია, ბართლომეს ღამე) და მართლმადიდებლად მოინათლება, მზად ვართ ჩავეხუტოთ",- აცხადებს ერთ-ერთი მართლმადიდებელი მოქალაქე.

აქციის მონაწილეებს საქართველოს კათოლიკურ ეკლესიაში ეხმაურებიან. მათი თქმით, რომის პაპი ქვეყანაში მშვიდობისთვის ჩამოდის და ეს თემა კათოლიკურ ეკლესიასა და საქართველოს პატრიარქს შორის განხილულია.

როგორც ცნობილია, მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს სექტემბრის ბოლოს ეწვევა.