არ მესმის, რას უარყოფს ბიძინა ივანიშვილი, როცა მთლიანად, 100%-ით პოლიტიკური ოპონირების პროცესშია ჩართული

არ მესმის, რას უარყოფს ბიძინა ივანიშვილი, როცა მთლიანად, 100%-ით პოლიტიკური ოპონირების პროცესშია ჩართული

არ მესმის, რას უარყოფს ბიძინა ივანიშვილი, როცა ის მთლიანად, 100%-ით პოლიტიკური ოპონირების პროცესშია ჩართული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

უსუფაშვილის თქმით, მან დღეს ივანიშვილისგან მორიგი ურთიერთგამომრიცხავი პოზიცია მოისმინა.

”ეს მორიგი, კიდევ ერთი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებაა ბატონი ბიძინას მხრიდან, რომელიც ხშირად გვესმის. თუკი ის პოლიტიკურ ოპონირებაში არ არის შესული, აბა რას აკეთებს ბოლო შეხვედრების განმავლობაში?! მხოლოდ პოლიტიკური ოპონირებითაა დაკავებული! მართლა არ მესმის რას უარყოფს, რადგან მთლიანად, 100%-ით ამ პროცესშია ჩართული. მას ამის უფლება აქვს - ის არის ”ქართული ოცნების” მხარდამჭერი, შემოქმედი, შემქმნელი, ამიტომ ამაში პრობლემა არაფერია, ხოლო ის თუ, რას აპირებს და რას არა, ეს მისი გადასაწყვეტია”, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

მე არ ვარ ”რესპუბლიკელების“ ოპონენტი, - ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მაინც გაუწევს ოპონირებას ექსპრემიერს.

"ჩემი ოპონირება ვის აწყობს და რისთვის? მე აღარ ვარ პოლიტიკაში. მე ყველაფრისთვის მზად ვარ, მაგრამ მე არა ვარ მათი ოპონენტი", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, კრიტიკა არავის მოსწონს, თუმცა ის თავის პოზიციას გამოხატავს.

"ეს იყო ჩემი შეხედულება, ჩემი პოზიცია, რომელიც გამოვხატე მათდამი, რაც ნორმალურია", - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება გუბაზ სანიკიძის ინიციატივას იმის შესახებ, რომ სატელევიზიო კრიტიკის ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილსა და ”ეროვნული ფორუმის“, ”თავისუფალი დემოკრატებისა“ და ”რესპუბლიკური პარტიების“ ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართოს, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ”არჩევნებამდე ამის დრო აღარ არის“.