სტიქია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

სტიქია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ძლიერმა ქარმა და წვიმამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტსმნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. სოფელ ბოხვაურში 20-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძი, რის გამოც 10-მდე ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

პრობლემები შეიქმნა სოფელ ჭანიეთშიც. დატბორილია გზები, თუმცა ადგილზე მუნიციპალური ტექნიკა უკვე მუშაობს.

ადგილზე იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე. გურიაში ამ წუთებშიც გადაუღებლად წვიმს.