ამის შესახებ პარტიის მესტიის ადგილობრივი ორგანიზაციის უკვე ყოფილმა აღმასრულებელმამდივანმა ნოდარ საბანიძემ განაცხადა.
„პაატა ბურძულაძის პარტია დავტოვეთ ერთადერთი მიზეზით, ბატონმაპაატას დიდი ნდობიდან და ავტორიტეტიდან ფაქტიურად არაფერიდარჩა, ის სამწუხაროდ გარიგებაში შევიდა იმ ხალხთან ვინც ჩვენთვისმიუღებელია. ჩვენ გვეგონა, რომ ის იქნებოდა სუფთა ფიგურაპოლიტიკაში, მაგრამ მისი ბოლოდროინდელი განცხადებები დაქმედებები ჩვენთვის მიუღებელია, ამიტომაც საარჩევნო შტაბისწევრებმა, პარტიის წევრებმა, ადგილობრივმა ხელმძღვანელებმა დაკოორდინატორებმა მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომდავტოვოთ ეს მოძრაობა. ბურჭულაძის პარტია მესტიაში აღარ არსებობს“ – განაცხადა ნოდარ საბანიძემ. მისივე განმარტებით „სახელმწიფოხალხისთვის“ სულ 60-მა წევრმა და კოორდინატორმა დატოვა.
ნოდარ საბანიძის განცხადებით, პაატა ბურჭულაძის პარტიიდანწამოსულები არცერთ პარტიაში გადასვლას არ გეგმავენ.
„ჩვენ არ ვგეგმავთ არცერთ პარტიაში გადასვლას, რაც შეხება თქვენსკითხვას ზეწოლაზე, ზეწოლა არასდროს არ გვქონია ვინმეს მხრიდან.უბრალოდ ის რასაც ბურჭულაძე ჩადის ჩვენთვის მიუღებელია დაგადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე მივიღეთ. ამ გადაწყვეტილებისშესახებ „სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიაში არაფერი იციან დაპირველად თქვენგან გაიგებენ“ – განაცხადა ნოდარ საბანიძემ.