კიდევ ერთი ახალი სკვერი მოეწყო გლდანის რაიონში. გლდანის რაიონის I მ/რ-ის მე-12 და 23-ე კორპუსების მიმდებარედ, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ბორდიურები, დაიგო დეკორატიული ფილები, დაიდგა სკამები და სანაგვე ურნები, მოეწყო საბავშვო საქანელები, დამონტაჟდა გარე განათების ბოძები, მოეწყო კაუჩუკის ხელოვნური საფარი და ლითონის დეკორატიული ღობე. სკვერი გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ დაათვალიერა და მოსახლეობასაც შეხვდა.
V მ/რ-ის მე-10 და VII მ/რ-ის მე-10 კორპუსების მიმდებარედ არსებულ სკვერებთან ერთად ეს უკვე მესამე სკვერია, რომლის მოწყობაც გლდანში ბოლო პერიოდში დასრულდა. გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან მათი რეაბილიტაციისთვის, ჯამში, 143 730.41 ლარი გამოიყო.
2016 წლის მონაცემებით, გლდანის რაიონში 9 ახალი სკვერი მოეწყო, რაშიც 400 377.48 ლარი დაიხარჯა.
წლის ბოლომდე კიდევ ორ ახალ მისამართზე იგეგმება სკვერის რეაბილიტაცია. სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 210 076 ლარი იქნება.