ნაძალადევის რაიონში იმერეთის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასფალტის საფარი 1900 კვ/მ ფართობზე იგება. ქუჩაზე მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე შეიცვალა წყალსადენი მილებისა და წყალარინების (კანალიზაციის) ქსელი.
იმერეთის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ადგილზე გაეცნო. დავით გოგიძე ადგილობრივ მცხოვრებლებსაც გაესაუბრა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ მათი აზრი მოისმინა.
„ათეულობით წლებია ქუჩის ამ მონაკვეთს რეაბილიტაცია არ ჩატარებია. წლებია, ადგილობრივი მცხოვრებლები ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. დღეს მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია, რადგან გზის საფარის მოწესრიგებამდე, მიწისქვეშა კომუნიკაციებიც გამოიცვალა,“ - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით გოგიძემ.
იმერეთის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია 3 დღეში დასრულდება. პროექტის საკონტრაქტო ღირებულება 108 000 ლარია.