დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძარში, წირვისას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლთან ერთად ღვთისმშობლის ლოცვა წარმოთქვა.
წირვის დროს პატრიარქი საკურთხევლიდან გამობრძანდა, ამბიონზე მრევლს მიმართა და განაცხადა, რომ დღეს, 12:00 საათზე ყველა მორწმუნემ ღვთისმშობლის ლოცვა უნდა წარმოთქვას, ამიტომ მიმართა ტაძარში შეკრებილებს მასთან ერთად სამჯერ ეთქვათ ღვთისმშობლის ლოცვა „მოწყალებისა კარი განგვიღე“. პატრიარქმა ლოცვის დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილები დალოცა და მათ ღვთის წყალობა უსურვა.
საზეიმო ლიტურგია დიდუბის ტაძარში უკვე დასრულდა. წირვის ბოლოს პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს.