„ისლამური სახელმწიფოს“ მტკიცებით, ФСБ-ს ოფიცერი ტყვედ აიყვანა

„ისლამური სახელმწიფოს“ მტკიცებით, ФСБ-ს ოფიცერი ტყვედ აიყვანა

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ავრცელებს ვიდეორგოლს, რომლის თანახმად, დაჯგუფებას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ტყვედ ჰყავს აყვანილი.
შავ ტანისამოსში გამოწყობილი მამაკაცი აცხადებს, რომ ის ძალოვანი უწყების მეორე ოპერატიული განყოფილების თანამშრომელი ევგენი პეტრენკოა. ის რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს და დახმარებას სთხოვს. 
მისი მტკიცებით, ის „სახალიფოს უშიშროების სამსახურის“ თანამშრომლებმა დავალების შესრულების დროს დააკავეს. 
რუსულ მხარეს აღნიშნულ ვიდეორგოლთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.