გაერო-ს 193-ვე წევრმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც იღებს ვალდებულებას დაიწყოს ბრძოლა სუპერბაქტერიებთან, რომელიც ანტიბიოტიკებს არ ექვემდებარება

გაერო-ს 193-ვე წევრმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც იღებს ვალდებულებას დაიწყოს ბრძოლა სუპერბაქტერიებთან, რომელიც ანტიბიოტიკებს არ ექვემდებარება

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გაერო-ს 193-ვე წევრმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც იღებს ვალდებულებას დაიწყოს ეფექტური ბრძოლა სუპერბაქტერიებთან - მიკროორგანიზმებთან, რომელიც ანტიბიოტიკებს არ ექვემდებარება.
როგორც „ბიბისი“ წერს, ექსპერტები მედიცინის სფეროში აღნიშნულ შეთანხმებას ურეპცედენტოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ თუ მსოფლიო შეძლებს დოკუმენტით გათვალისწინებული გეგმის შესრულებას, ყოველწლიურად 700 000 ადამიანის გადარჩენა გახდება შესაძლებელი. 
დოკუმენტის ხელმომწერებს 2 წელიწადი აქვთ იმისთვის, რომ სუპერბაქტერიებთან ბრძოლის საკუთარი ხედვა წარადგინონ. 
დოკუმენტის თანახმად, 193 სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დააფინანსოს ახალი ანტიბიოტიკების შექმნა, იმუშაოს დიაგნოსტიკის გაუმჯობესებაზე, ასევე ასწავლის სამედიცინო პერსონალს მდგრად ბაქტერიებთან ბრძოლის ინოვაციურ მეთოდებს.