„ქართული ოცნება“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს 12:00 საათზე გამოაქვეყნებს

„ქართული ოცნება“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს 12:00 საათზე გამოაქვეყნებს

„ქართული ოცნება“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს 12:00 საათზე გამოაქვეყნებს. მემორანდუმს, რომელიც პოლიტიკური პარტიებისთვისაა განკუთვნილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გაასაჯაროებს.
არსებული ინფორმაციით, მემორანდუმში დასმულ მთავარ საკითხს წარმოადგენს ის, რომ იქ, სადაც ერთი საარჩევნო სუბიექტის აგიტაცია მიმდინარეობს, სხვა პარტიის წარმომადგენლები არ უნდა მოვიდნენ. როგორც „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, ასეთ შემთხვევაში პროვოკაციების საფრთხე მინიმუმამდე შემცირდება. 
პარტიების უმრავლესობა ე.წ. მშვიდობის მემორანდუმზე ხელმოწერას გეგმავს.