აშშ-ის პროკურატურამ ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსიში აფეთქებების მოწყობაში ეჭვმიტანილს ახალი ბრალდებები წაუყენა

აშშ-ის პროკურატურამ ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსიში აფეთქებების მოწყობაში ეჭვმიტანილს ახალი ბრალდებები წაუყენა

აშშ-ის პროკურატურამ ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსიში აფეთქებების მოწყობაში ეჭვმიტანილს ახალი ბრალდებები წაუყენა. აჰმად რაჰამი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაში და კერძო საკუთრების განადგურებაშია ბრალდებული. 
თავად ბრალდებული ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, სადაც პოლიციასთან ორმხრივი სროლის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან მკურნალობს. 
აშშ-ის ხელისუფლების ცნობით, 28 წლის აშშ-ის მოქალაქეს, ეთნიკურ ავღანელს რაჰამი აჰმად ხანს უშუალო კავშირი აქვს 17 სექტემბერს მომხდარ მოვლენებთან, როდესაც ნიუ-იორკში აფეთქების შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. 
გამოძიების თანახმად, მამაკაცი რამდენიმე წლის წინ ავღანეთში იმყოფებოდა, აშშ-ში დაბრუნების შემდეგ კი რადიკალური იდეებით გამოირჩეოდა. სამართალდამცავი ორგანოები მისი ქმედებების შესაძლო მოტივებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.