ბიძინა ივანიშვილი - აუცილებელია სკოლის მერხიდან დავიწყოთ კადრების აღზრდა

ბიძინა ივანიშვილი - აუცილებელია სკოლის მერხიდან დავიწყოთ კადრების აღზრდა

აუცილებელია სკოლის მერხიდან დავიწყოთ კადრების აღზრდა, -ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განუცხადა, სადაც კონფერენციას "სტუდენტები თვითმმართველობისთვის" ესწრება.
ივანიშვილის თქმით, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ პროექტს, ისევე როგორც სკოლის მოსწავლეების პროექტს - "გახდი მოქალაქე". 
"ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ქვეყნის მართვა. ორი წელიწადია უკვე ეს პროექტი მიმდინარეობს და გაგრძელდება, რამეთუ ძალიან ეფექტური გამოდგა. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ეფექტურ მართვას სჭირდება კარგი ცოდნა, კარგი გამოცდილება. ჩვენ უახლეს ისტორიაში ძალიან ცოტა დროა, რაც ვმართავთ ჩვენს ქვეყანას და აუცილებლად ვსაჭიროებთ, სკოლის მერხიდან დავიწყოთ კადრების აღზრდაიმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მართვა ეფექტურად მოხდეს და სწორი მიმართულებით წავიდეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 
"სტუდენტები თვითმმართველობისთვის" ორგანიზაცია "მოქალაქის" პროექტია, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება და თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაცია.