შეხვედრა UN HABITAT-ის  წარმომადგენლებთან

შეხვედრა UN HABITAT-ის წარმომადგენლებთან

19 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა შეხვედრა UN HABITAT-ის წარმომადგენლებთან, რომელიც UN HABITAT III URBAN BREKFAST-ის ფორმატში ჩატარდა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა, მან ქვეყნის სივრცით მოწყობასა და ურბანულ პოლიტიკაზე, მისი იმპლემენტაციის საჭიროებასა და დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრა.

მოწვეულმა სტუმრებმა - გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ნილს სკოტმა და HABITAT III სამდივნოს აღმასრულებელმა  დირექტორმა, გენერალური მდივნის მოადგილემ კუმარეშ მიშრამ  ისაუბრეს UN HABITAT-ის მნიშვნელობასა და როლზე. მათ ასევე აქცენტი გააკეთეს იმაზე, თუ რამდენად გამოსაყენებელია ის პრინციპები და ამოცანები, რომელსაც ეს ორგანიზაცია  სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე აყალიბებს. შეხვედრაზე ასევე პრეზენტაცია გააკეთა საბინაო პოლიტიკის ექსპერტმა  გვანცა შენგელიამ   თემაზე:  „New Urban Agenda: The Road to Habitat III “.  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქ. თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი ერიკა კვაპილოვა და დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი მეძმარიშვილი.