გოდერძი თევზაძის ახლობლები დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავენ

გოდერძი თევზაძის ახლობლები დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავენ

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული, სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის გოდერძი თევზაძის ახლობლები ქუთაისში დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავენ. 

პროკურატურასთან შეკრებილების განცხადებით, პოლიციელი გოდერძი თევზაძე დემურ სტურუას თვითმკლელობაში დამნაშავე არ არის და მათ დიდი იმედი აქვთ, რომ საგამოძიებო ორგანოები გამოძიებას ობიექტურად ჩაატარებენ. აქციაზე გოდერძი თევზაძის მეუღლემ ოლქის პროკურორთან შეხვედრა მოითხოვა. 

ირმა ბოლოთაშვილის თქმით, მისი მეუღლე უდანაშაულოა და ის აპირებს შიმშილობას ვიდრე სიმართლე არ დადგინდება.

სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გოდერძი თევზაძე თავს უდანაშაულოდ ცნობს და პოლიციას ჩაბარდა. როგორც მან სამართალდამცველებთან ჩაბარებამდე განაცხადა, დემურ სტურუასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, ისეთი, როგორც უბნის ინსპექტორს უნდა ჰქონდეს მოქალაქესთან.