უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ შს მინისტრის არსენი ავაკოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ შს მინისტრის არსენი ავაკოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენი ავაკოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც პროკურატურამ კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის, ვიტალი შაბუნინის წერილობითი მიმართვა მიიღო.

ლუცენკოს არ დაუკონკრეტებია, თუ კონკრეტულად რა საქმეს ეხება არსენი ავაკოვის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება.