14 სექტემბერს, 18:00 საათზე აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 17 მებრძოლის ნეშტს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. გადასვენების პროცესს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრება.
მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი მე -10 კილომეტრი
სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 14-15 სექტემბერს (14 სექტემბერი - 19:00 საათი, 15 სექტემბერი - 12:00 საათი) გაიმართება. აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე15 სექტემბერს, 15:00 საათზე (გამოსვენება სამების ტაძრიდან 14:00 საათი) სამხედრო პატივით დაკრძალავენ.