„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რუსთავის #30 მაჟორიტარულ ოლქში თეიმურაზ მენაფირემ, საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა ,,ქართული ოცნებიდან" მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ბეგაძის სასარგებლოდ მოხსნა. ამის შესახებ განცხადება, დეპუტატობის კანდიდატმა ცოტა ხნის წინ, საკუთარი საარჩევნო შტაბის წინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, მხარდამჭერებთან ერთად გააკეთა.
როგორც თეიმურაზ მენაფირემ განაცხადა, ის აღარ ეთანხმება ,,თავისუფალი დემოკრატების" მიერ არჩეულ პოლიტიკურ კურსს და მიაჩნია, რომ პარტიის ლიდერი ამ კურსით ,,ნაციონალურ მოძრაობას" აძლიერებს.
თეიმურაზ მენაფირე ,,თავისუფალი დემოკრატების" რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარეც იყო. მასთან ერთად დღეს პარტია სხვა წევრებმაც დატოვეს. როგორც დღევანდელი ბრიფინგის მონაწილეები აცხადებენ, მენაფირესთან ერთად, პარტიის რუსთავის ორგანიზაცია დღეს 270-მდე წევრმა დატოვა.