მუხიანის დასახლებაში ახალი გზა დაიგება

მუხიანის დასახლებაში ახალი გზა დაიგება

თბილისის მერი დავით ნარმანია, გლდანის რაიონის გამგებელთან დიმიტრი ორმოცაძესთან ერთად, დღეს მუხიანი 2-ის დასახლებაში იმყოფებოდა. აღნიშნულ დასახლებაში 25 000 კვ.მ ფართობზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და 4 კმ-მდე სიგრძის სანიაღვრე ქსელის მოწყობაა დაგეგმილი.

საწყის ეტაპზე დასახლებაში ქუჩების პროექტირება მოხდება, რის შემდეგაც, მომავალი წლიდან უკვე ძირითადი სამუშაოები დაიწყება.

სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 2 000 000 ლარი იქნება.

თბილისის მერი გამგებელთან ერთად ადგილზე მოსახლეობას შეხვდა, დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა.