საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სასტუმრო “Holiday Inn”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის კალათბურთის ტურნირი გაიმართა. ერთმანეთს საბურთალოზე მცხოვრები ახალგაზრდებით დაკომპლექტებული 12 გუნდი დაუპირისპირდა. გამარჯვებული გუნდი „გიო“ სხვა რაიონის ჩემპიონებს დაუპირისპირდება და თბილისის თასისთვის იბრძოლებს.
„სთრითბოლის“ სამი საუკეთესო გუნდი საბურთალოს რაიონის გამგებელმა სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა. ბექა მიქაუტაძემ ახალგაზრდებს მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობა მთელი წლის მანძილზე ბევრ საინტერესო სპორტულ ღონისძიებას მართავს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წახალისებას ისახავს მიზნად.