ოლიმპიურ თამაშებს “Duran Duran” გახსნის

ოლიმპიურ თამაშებს “Duran Duran” გახსნის

მიმდინარე წლის 27 ივლისს, ლონდონში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები დაიწყება. ამ ასპარეზობის გახსნასთან დაკავშირებით, ჰაიდ პარკში სპეციალური კონცერტი გაიმართება.

გამოცემა “The Daily Telegraph”-ის ინფორმაციით, ამ ღონისძიებას პოპულარული ჯგუფი “Duran Duran” გახსნის. ჯგუფი კონცერტზე ინგლისის სახელით გამოვა. შოტლანდიას მომღერალი პაოლო ნუტინი წარადგენს, უელსს ჯგუფი “Stereophonics” და ჩრდილოეთ ირლანდიას ჯგუფი “Snow Patrol”.

ამ კონცერტის მიმდინარეობა ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალს დაემთხვევა.

ჰაიდ პარკში დანიშნული კონცერტის ბილეთები გაყიდვაში ოთხი მაისიდან გამოჩნდება. მისი ფასი 60 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. წინასწარი პროგნოზით ამ ღონისძიებას 80 ათასი ადამიანი დაესწრება.