სამეგრელოში მიტინგზე მოსული ხალხიც კი პოზიტიურად შემხვდა

სამეგრელოში მიტინგზე მოსული ხალხიც კი პოზიტიურად შემხვდა

ბიძინა ივანიშვილმა მეგრელებს სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ყოფილმა პრემიერმა ქუთაისში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა, სამეგრელოში მიტინგზე მოსული ხალხიც კი პოზიტიურად შეხვდა.

„არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა, სამეგრელოში რა თბილად მიგვიღეს, ძალიან კარგად აჩვენეს თავიანთი ძველი ისტორია და სტუმართმოყვარეობა მეგრელებმა. ქუჩაში მოამზადეს ხალხი, რომელსაც სურდათ, რომ შეურაცხმყოფელი განცხადებები გაეკეთებინათ. ქუჩაში, სანამ ჟურნალისტებს ვაძლევდი ინტერვიუს, ის ხალხიც კი ვინც მოიყვანეს საყვირლად, ისინიც კი პოზიტიურად შემხვდნენ.  მგონია, რომ ძალიან ვაჟკაცური შეძახილები გააკეთეს მიტინგზე. მინდა მადლობა გადავუხადო მეგრელებს დიდი კულტურისა და სტუმართმასპინძლობისთვის, რომელიც მე ვიგრძენი სამეგრელოში, ზუგდიდში ყოფნის დროს”,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.