დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების დაწესების შესაძლებლობაზე მსჯელობს

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების დაწესების შესაძლებლობაზე მსჯელობს

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების დაწესების შესაძლებლობაზე მსჯელობს. აღნიშნული ზომა ევროკავშირიდან მიგრაციული ნაკადის შემცირებისკენ იქნება მიმართული.

როგორც დასავლური მედია წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ელბერ რადმა განაცხადა.

მისი ცნობით, სამუშაო ვიზების დაწესების იდეა ასახავს იმ ბრიტანელების სურვილს, რომლებმაც რეფერენდუმის დროს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი.