ვაკეში მოკლული სოსო ჯოხაძე ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს

ვაკეში მოკლული სოსო ჯოხაძე ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს

ვაკეში მოკლული სოსო ჯოხაძის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ცხედრის გადასვენებამდე ადგილზე იმყოფებოდნენ მისი მეგობრები, ოჯახის წევრები, და-ძმა, რომელიც სამართალდამცველებს სთხოვდა ძმასთან დამშვიდობების უფლება მიეცათ. 
ამ დროისთვის რიგისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე მოძრაობა კვლავ გადაკეტილია. სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ადგილზე რჩებიან. ადგილიდან ჯერ არ გაუყვანიათ ავტომობილი, რომელშიც მკვლელობა მოხდა.