რუსმა ჩინოვნიკებმა ДДТ-ს კონცერტები ჩაშალეს

რუსმა ჩინოვნიკებმა ДДТ-ს კონცერტები ჩაშალეს

როგორც რუსული როკ ჯგუფის ДДТ-ს  სოლისტი იური შევჩუკი, ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციაში აცხადებს, ჯგუფის  მიერ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი რამდენიმე კონცერტი ჩაიშალა. კერძოდ,  კემეროვოსა და იურგეში დაგეგმილი კონცერტები, რომელზეც დასასწრები თითქმის ყველა ბილეთი გაყიდული იყო.

შევჩუკის აზრით, კონცერტების ჩაშლის ყველა მითითება რუსი ჩინოვნიკების მიერ ტელეფონით გაიცა. ის არასდროს მალავს საკუთარ კრიტიკულ დამოკიდებულებას მთავრობის მიმართ. აქტიურად მონაწილეობდა ოპოზიციის აქციებში, ჯგუფის ყველა წევრი კონცერტების ჩაშლას, სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ.

ცოტა ხნის წინ, ეს ჯგუფი კონცერტის საქართველოში გამართვის ინიციატივითაც გამოვიდა. როგორც,  რადიო „ეხო მასკვის“ ეთერში ДДТ-ს  სოლისტმა იური შევჩუკმა განაცხადა, ისინი მზად არიან,  შემოდგომაზე საქართველოში ჩამოვიდნენ და ბოლო ალბომით ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ. „დიდი ხანია, გვინდა საქართველოში ჩამოსვლა ჩვენი ახალი პროგრამით, მაგრამ მას ძალიან დიდი აპარატურა სჭირდება. თუ ეს აპარატურა დაგვხვდება საქართველოში, აუცილებლად ჩამოვალთ და გავმართავთ კონცერტს თბილისში ან ბათუმში“- აღნიშნა სოლისტმა.