კადიროვის 6 წლის გოგონამ ცნობილ ვარსკვლავთან დუეტი ჩაწერა

კადიროვის 6 წლის გოგონამ ცნობილ ვარსკვლავთან დუეტი ჩაწერა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის რამზან კადიროვის 6 წლის გოგონა, ისლამური სამყაროს მუსიკალური ვარსკვლავის შეიხ მიშარი რაშიდ ალ-აფასის ვიდეოკლიპში გამოჩნდება. გოგონამ მომღერალთან ერთად სიმღერა, კლიპამდე  ცოტა ხნით ადრე დუბაის საუკეთესო ხმის  ჩამწერ სტუდიაში ჩაწერა.

გოგონა რელიგიურ თემაზე შექმნილ სიმღერას ნაშიდს  ასრულებს. გადასაღებ მოედანზე მის  საგულშემატკივროდ რამზან კადიროვიც იმყოფებოდა. თავდაპირველად გოგონა კამერებმა დააბნია, მან ტირილი დაიწყო და იქამდე არ გაჩერებულა სანამ მამამისმა არ დაამშვიდა. კადიროვმა ქალიშვილს ორიოდე „ჯადოსნური“ სიტყვა უთხრა და გოგონამ წარმატებით შეასრულა რეჟისორის ყველა დავალება. გადაღებები ორი დღე გრძელდებოდა, გადასაღებ ადგილებს კი მეჩეთი, სკოლა და ჩეჩნეთის სხვა ღირსშესანიშნაობები წარმოადგენდა.

რელიგიურ დუეტს „მოწყალება“ ჰქვია. მუსულმანურ სამყაროში ყველაზე ცნობილი შემსრულებელი ქუვეითიდან მიშარ რაშიდ ალ-აფასი რამდენჯერმე იმყოფებოდა გროზნოში. ის რამზან კადიროვის მეგობარია და შემოთავაზებას, მისი 6 წლის ქალიშვილთან დუეტი ჩაეწერა, სიამოვნებით დასთანხმდა. რეზულტატით ყველანი კმაყოფილებიდ არჩნენ. 

სიმღერა დუბაიში ჩაიწერა, კლიპი ჩეჩნეთში გადაიღეს, გადამღები ჯგუფი კი მოსკოვიდან ჩამოიყვანეს. მონტაჟის პროცესი სანკტ-პეტერბურგში მიმდინარეობს.  ჩეჩენი მაყურებელი კი, მას გროზნოში,  სპეციალურ საღამოზე მაისში იხილავს.