სიცილით აწყობილი მუსიკალური კომპოზიცია (VIDEO)

სიცილით აწყობილი მუსიკალური კომპოზიცია (VIDEO)

სიცილი, რომ ადამიანს ლამაზსა და მიმზიდველსა ხდის ეს ყველამ ვიცით. ღიმილით პრობლემების გადაჭრაც შეიძლება და გარდა ამისა,  სიცილს ბევრი სხვა დადებითი თვისებაც აქვს. მათ შორის უმთავრესი, ისაა რომ სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს. გარდა ამისა 10-15 წუთი სიცილი ზუსტად იმდენ კალორიას წვავს, რამდენსაც სატრენაჟორო დარბაზში ნახევარსაათიანი ვარჯიში. სიცილი დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზეც, ისევე როგორც ვიტამინები იცავენ ორგანიზმს ვირუსებისგან.

როგორც ამბობენ, არსებობს მცენარე, რომელსაც „სიცილის ყვავილი“ ჰქვია. ამ ყვავილის ეფექტს აღმოსავლეთში ექიმები საუკუნეების წინაც იყენებდნენ.  ყვავილის ერთი ფოთლის მირთმევით ადამიანი, ნახევარი საათი  იცინის.  სიცილის ყველაზე დიდი მოყვარული ხალხი ბრაზილიასა და კუბაში ცხოვრობს.

ნორმალურ ადამიანს შეუძლია, მაქსიმუმ ერთი საათი იხარხაროს, თუ სიცილი უფრო დიდხანს გაგრძელდა ეს ნერვული სისტემის დაზიანებაზე მიუთითებს

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანმა სიცილი 10 მილიონი წლის წინ ისწავლა. არსებობს სიცილის 400 ვარიანტი,- სიხარულის, სევდის, აღტაცების, ჭკვიანური, სულელური, ირონიული, აგრესიული, უმიზეზო, მორიდებული. სულ ცოტა ხნის წინ, სიცილს ახალი და საკმაოდ სასიამოვნო დანიშნულებაც მიეცა, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს სიცილით სიმღერაც შეძლებულა და სხვათა შორის არც ისე ცუდად! ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ვიდეორგოლი, სადაც რამდენიმე ახალგაზრდა სიცილით აწყობილ მუსიკალურ კომპოზიციას  ასრულებს.

ერთი სიტყვით, მოუსმინეთ ჯასტინ ბიბერის სიმღერის უცნაურ ქოვერ ვერსიას და იცინეთ რამდენიც გნებავთ.